www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჰორეკა მენეჯერი
მომწოდებელი: მანნა
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

ქართული ჩაის მწარმოებელი შპს "მანნა" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი და საქართველოს რეგიონები
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების მეჯერის პოზიციაზე (ჰორეკა მიმართულებით საქართველოს მასშტაბით) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენა (სრულყოფილად), ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება (Balance) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, სისხარტე, ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** კარგი კომუნიკაციისა და პრობლემების მოგვარების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი - პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა, კომპანიის მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა;
** განვითარების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ობიექტებში განლაგებული პროდუქციის მუდმივი მონიტორინგი, უშუალო ხელმძღვანელის გაწერილი გეგმის შესაბამისად;
** სხვადასხვა ობიექტებში განთავსებული პროდუქციის რაოდენობების, ვადების და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და რეპორტინგი;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პრობლემების შესახებ ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
** საჭიროების შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება ადგილზე არსებული ნაშთების შესახებ და შეკვეთის ორგანიზება
** ჰორეკა მიმართულებით საქართველოს რეგიონებში ახალი კლიენტების მოძიება და გაყიდვების დაგეგმარება გაზრდა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება, არსებულ კლიენტებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება;
** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება, კომპანიის პროდუქციის მათთვის გაცნობა, მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** კომპანიის უპირატესობების (ადგილობრივ კონკურენტებთან შედარებით) განსაზღვრა, რაც დააინტერესებს პოტენციურ კლიენტებს;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტების ბაზის შექმნა და მუდმივი მონიტორინგი
** კლიენტების მოთხოვნების და პრობლემების გამოვლენა, ბაზარზე არსებული პოტენციური კონკურენტების შესწავლა და ანალიზის გაკეთება;
** დამკვეთის მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
** გაყიდვების დაგეგმვა (ბაზრის ანალიზი, წილის ანალიზი, სეზონურობის და ა. შ.)
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების და კონკურენტების ანალიზი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@manna.ge და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. (სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |