www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო პროგრამული პროდუქტის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს სამედიცინო პროგრამული პროდუქტის ანალიტიკოსს, რომელიც დაგვეხმარება პროგრამული პროდუქტების შექმნაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

ძირითადი სამუშაო:

** კლიენტის მიერ დასმული ამოცანებისა და პროცესების ანალიზი და დოკუმენტირება;
** პროგრამული პროდუქტის კონცეფციის შემუშავება, პროტოტიპირება და დოკუმენტირება;
** პროგრამული პროდუქტის კონცეფციისა და პროტოტიპის შეთანხმება კლიენტთან;
** პროდუქტის აღწერისა და დანერგვის სცენარების მომზადება;
** მოთხოვნილი ფუნქციონალის კლიენტისათვის ჩაბარება;
** პროგრამული პროდუქტის რელიზების მართვა;
** დეველოპმენტ გუნდთან სქრამ პროცესებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჯანდაცვის სფეროსა და პროცესების კარგი ცოდნა და აღქმა;
** პროგრამული პროდუქტის ანალიტიკისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: 2, 000 - 3, 000 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Healthcare Software Analyst.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |