www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურისტის ასისტენტი
მომწოდებელი: გეო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

"გეო ჰოლდინგი" წარმოადგენს სადისტრიბუციო ჰოლდინგს, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ferrero (Raffaello, Ferrero Rocher, Nutella, Kinder, tik-tak), "Mars", "Рудь", "Коровка", "Объединённые кондитеры" («Красный Октябрь», «Бабаевский», «РотФронт»), Grand Candy; Ultra Compact/Happy Fresh და სხვა.

ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შიდასამართლებრივი აქტების: ხელშეკრულების, ბრძანების, წერილების და ა.შ. სამართლებრივი დოკუმენტის პროექტის მომზადება, განხილვა, კორექტირება;
** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპანიის მიერ გაფორმებული იურიდიული დოკუმენტების შესაბამისი რეესტრების წარმოება ან/და უკვე არსებულ რეესტრში მათი დაარქივება/შენახვა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი;
** HR-გუნდის იურიდიული დახმარება შრომით საკითხებთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველი რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დავალებების შემჭიდროვებულ ვადებში მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** იურიდიული დოკუმენტაციის რუსულ ენებზე წაკითხვისა და კომენტირების უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:30-დან 18:00- მდე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 25 აპრილის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |