www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Gold Way
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

"GOLD WAY GROUP"-ი ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ფლობს საკუთარ საბაჟო კონტროლის ზონას, საკუთრებაში არსებულ ავტოპარკსა და სასაწყობე სისტემებს.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გადაზიდვების წარმოების გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება/დამუშავება
** პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება
** გადაზიდვების დაგეგმარება და განხორციელება
** გადაზიდვის მონიტორინგი
** დოკუმენტაციის შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება
** ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება
** არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: hr@goldway.com.ge

აუცილებელია რეზიუმეს დაურთოთ ფოტოსურათი და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება(ლოგისტიკის მენეჯერი)

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |