www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აპარატურის ინჟინერი
მომწოდებელი: მეგალაბი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

"მეგალაბი" აცხადებს ლაბორატორიული აპარატურის ინჟინრის ვაკანსიას თბილისში.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო აპარატებისა/დანადგარების/ინსტრუმენტების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო აპარატების/დანადგარების დაზიანებაზე დროული რეაგირება;
** სხვადასხვა დანადგარების მონტაჟი-დემონტაჟი;
** სამედიცინო აპარატურის/დანადგარების მომწოდებელთან კომუნიკაცია;
** სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაცია აპარატურასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და მოგვარების/შეკეთების ვადების მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელთან დროული ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიოინჟინერიის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** დისციპლინირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 05 აპრილი, 2021 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |