www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ქვიქტესტი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი "ქვიქტესტი" აცხადებს ვაკანსიას მითერის თანამდებობაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოთხოვნა:

** სქესი: მდედრობითი;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება პრიორიტეტად);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა მიღება/დარეგისტრირება;
** ცენტრში შემოსული მომხმარებელთა კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება;
** გუნდურობა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@qt.ge. გთხოვთ, პოზიციის დასახელება მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.

დამატებითი ინფორმაცია: შპს "ქვიქტესტის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |