საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.
სამუშაოს იდენტიფიცირება:
** დეპარტამენტი: პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
** თანამდებობა: პროგრამისტი.
** ანაზღაურება: დარიცხული 1500 ლარიდან - 3000 ლარამდე (დამოკიდებულია პრეტენდენტის კვალიფიკაციაზე).
ზოგადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრი ან ბაკალავრთან გათანაბრებული);
** შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
დარგობრივი მოთხოვნები:
** .NET Framework-ის, .NET Core-ის, C#-ის. Microsoft Visual Studio-ს ცოდნა (ADO.NET, Entity Framework ORM, LINQ -ის პროფესიონალური გამოყენების გამოცდილება აუცილებელია);
** რელაციული მონაცემთა ბაზის თეორიის, SQL-ის ცოდნა. Microsoft SQL Server-ის ბაზაზე აპლიკაციების შემუშავების პროფესიონალური გამოცდილება;
** ASP.NET WebAPI / REST ან/და WCF / SOAP სერვისების შექმნის გამოცდილება;
** HTML/Web ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული ტექნოლოგიების ცოდნა და შესაბამისი პროგრამული მოდელის / ბიბლიოთეკების გამოყენების გამოცდილება:
** JavaScript, jQuery, Angular JS
** Microsoft ASP.NET, MVC
** HTML, CSS, Bootstrap
** Kendo UI ბიბლიოთეკასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
დარგობრივ მოთხოვნებთან დაკავშირებული პროგრამული პაკეტები:
** Microsoft Visual Studio - კარგი;
** Microsoft SQL Server Management Studio - კარგი;
** Microsoft Team Foundation Server - ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** ერთდროულად რამოდენიმე (2 ან მეტი) ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** არანორმირებული სამუშაო დღის პირობებში ეფექტური მოღვაწეობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი.
ენების ფლობის დონეები:
ქართული - C1;
ინგლისური - B2.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა და ხარისხის კონტროლის პროცესში აქტიური მონაწილეობა (პროგრამირების პროცესთან და სატესტო გარემოს ადმინისტრირებასთან დაკავშირებით);
** სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციების გაწევა და ტრენინგების ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა.
ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
** პროგრამული კოდის შემუშავება;
** არსებული პროგრამული კოდის რევიზია, ოპტიმიზაცია, გაუმჯობესება;
** შემუშავებული კოდის ტესტირება სპეციალურად ამისათვის შექმნილ სატესტო გარემოში, შესაბამისი პროგრამული სკრიპტების რეალიზაცია, ავტომატური ტესტების შექმნა;
** პროგრამული სისტემების მხარდაჭერა და მათი მონიტორინგი;
** აქტიური თანამშრომლობა უწყების სხვა დეპარტამენტებთან პროგრამული სისტემების შემდგომი განვითარების, ინცინდენტების მართვის და გაუმჯობესების კუთხით;
** კონსულტაციებისა და ტექნიკური დახმარების გაწევა უწყების სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებისათვის მომხმარებლის სახელმძღვანელოების, სპეციფიკაციებისა და სხვა დოკუმენტაციის შექმნისას;
** სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის/ჯგუფის ლიდერის მითითებით (დეპარტამენტის ზოგადი ამოცანების/პროექტების და პროფესიონალური კომპეტენციის ფარგლებში).
უფლებამოსილებები:
უფლებამოსილია სთხოვოს დასაბუთება, დასვას საკითხი, მოითხოვოს განმარტება, წარადგინოს საკუთარი ხედვა ჯგუფში არსებულ სამენეჯმენტო და ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
სამუშაო პირობები:
** ძირითადად საოფისე პირობებში, კომპიუტერთან მუშაობა, ოფისში ან დისტანციურად (პანდემიის პირობებში);
** ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
** თანამშრომლებთან ყოველდღიური ურთიერთობა;
** ხშირ შემთხვევაში 2 მონიტორთან მუშაობის საჭიროება;
** პერიოდულად ზეგანაკვეთურ საათებში მუშაობის აუცილებლობა;
** პროექტების მოთხოვნებიდან გამომდინარე ზეგანაკვეთური საათების ხანგრძლივიგამოყენება (მარტო წინასწარი შეთანხმებით ორგანიზაციის მენეჯმენტთან).
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
რეზიუმეს (CV) წარმოდგენა უნდა განხორციელდეს შემდეგ ელ.ფოსტა-ზე fas.hr@mof.ge