www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ნუგბარი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

ტრადიციული ქართული ტკბილეულის კომპანია "ნუგბარი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის დისტრიბუცია პარტნიორ ობიექტებში
** ობიექტებზე არსებული პროდუქციის შეფასება - ვადაგასული/დაზიანებული პროდუქციის ამოცვლა
** ობიექტებში განთავსებული სტენდების კონტროლი: სისუფთავე, პროდუქციის განლაგება, შესაფუთი მასალების არსებობა, სხვა მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმება
** ობიექტების მენეჯერებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში პრობლემების აღმოფხვრა
** საჭიროების შემთხვევაში სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** საკუთარი მცირე კუბატურის ავტომობილის ფლობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გამოცდილება დისტრიბუტორის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, შაბათ-კვირის გარდა
** ორ კვირაში ერთხელ მივლინება რეგიონებში
** საწვავის ანაზღაურება გავლილი მანძილის მიხედვით
** ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი პროდუქციის გაყიდვებიდან

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და ავტომობილის მონაცემები მისამართზე vacancy@nugbari.ge 2021 წლის 29 აპრილამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-დისტრიბუტორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |