www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სფეის მენეჯერი
მომწოდებელი: betlive.club
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / განცხადების ვადა: 13 მაისი

betlive.club არის საქართველოში ყველაზე ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სათამაშო სივრცეების ქსელი, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ კონცეფციას, მომსახურებასა და მრავალფეროვან სათამაშო სივრცეებს.

პოზიციის დასახელება: სფეის მენეჯერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას

სფეის მენეჯერი არის სათამაშო აპარატების სალონის (სლოტ კლუბის) თანამშრომელი, რომელიც პასუხიმგებელია კლიენტიებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე. მას უნდა ჰქონდეს სტუმართმოყვარეობის სფეროსთვის დამახასიათებელი სამიზნე სეგმენტის და კლიენტების კარგად გაგების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის თანხის განაღდება, შეკვეთების მიღება და მიწოდება.
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
** მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება.
** ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
** საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება;

საჭირო მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი და 800 ლარამდე ბონუსი, რომელიც დამოკიდებულია მიღწეულ მიზნებზე.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: slotclub@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |