www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: დიზაინი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაოს დახასიათება:

** ინტერიერის/ექსტერიერის, ნაკეთობების და აქსესუარების ვიზუალიზაციის შექმნა;
** ინტერიერის/ექსტერიერის, ნაკეთობების და აქსესუარების მუშა ნახაზების მომზადება;
** აზომვითი ნახაზების შედგენა;
** სივრცის სწორი ანალიზი და დაგეგმარება;
** დიზაინ-პროექტის კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში);
** პროექტის ინტერიერის/ექსტერიერის 3D ვიზუალიზაცია;
** მასალების სელექცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის/ინტერიერის, სამრეწველო დიზაინის მიმართულებით;
** შესაბამის სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Archicad , 3D max corona, Vray);
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა, (3D Max, Vray, Microsoft Office ) პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, ასევე (Revit, AutoCAD ან ArchiCad) ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Lumion, Photoshop);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Power Point, Excel, Outlook).

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დიზაინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |