www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: Numus
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

"ნუმუს" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები: ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა, მონიტორინგი.
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ვალდებულებები:

** კომპანიის ფინანსების მიმდინარე ხარჯების მართვა;
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოების უზრუნველყოფა;
** პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
** სტრატეგიული ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
** წლიური აუდიტის ორგანიზებაზე პასუხიმგებლობა;
** ახალი საინვესტიციიო შესაძლებლობების და რეკომენდაციების შემუშავება;
** ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა, პროცედურების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთათვის ფინანსურ და პროცედურულ საკითხებზე ტრეინინგების და კონსულტაციების ჩატარება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
** პროფესიული კვალიფიკაცია - CPA/ACCA/CFA/ და/ან MBA;
** მსხვილ კომპანიაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ბიუჯეტირების და ფინანსური მენეჯმენტის უნარი;
** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ფინანსური ანგარიშების მომზადების უნარი;
** ფინანსური ტრანზაქციების დაგეგმვის, მართვის და მონიტორინგის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მართვის უნარი;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@numus.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ფინანსური მენეჯერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |