www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პოზიცია: ადმინისტრატორი
დაქვემდებარება: ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:

** COVID-19 პრევენციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება გაიდლაინის მიხედვით;
** თანამშრომელთა ორიენტაცია სამუშაო სივრცეში;
** კომპანიაში შემომავალი და გამავალი დოკუმენტაციის კონტროლი და აღრიცხვა/მათი გაგზავნა;
** ვიზიტორების/კლიენტების მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველის მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |