www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომელი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომლის პოზიციაზე "ისთ ფოინთის" ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაცვის სამსახურში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
** სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** ხელფასი: 500 ლარი;
** გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა; 09:00-22:00
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები).

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |