www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი 360 გრადუსიანი ტურების მომზადებაზე
მომწოდებელი: NALAG
თანდართული ფაილი: 00326_nalag_4238574.zip
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია (NALAG) შავი ზღვის აუზის ერთობლივი ოპერაციული პროგრამის პროექტის "მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები" (BSB305) ფარგლებში აცხადებს ტენდერს 360 გრადუსიანი ტურების მომზადებაზე.

მომსახურების მოთხოვნის დეტალური აღწერა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ტენდერში მონაწილეებმა უნდა წარადგინონ შემდეგი სახის დამატებითი ინფორმაცია:

ტენდერში მონაწილის კომპანიის სრული იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები, საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, შეთავაზება წარადგინოთ ეროვნულ ვალუტაში დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე. შემოთავაზების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 14 მაისი 18:00 საათი.

შემოთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე ელექტრონული სახით ქვემოთ მითითებულ ელ. მისამართზე: tenders@nala.ge

მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |