www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიველი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

შპს "ჯიველი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. თელავი, სოფ. ვარდისუბანი.

მოთხოვნები:

** ასაკი: 25-45 წ.
** მართვის მოწმობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** აქტიური, ენერგიული ხასიათი და გაყიდვების უნარი;
** საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენის უნარი;
** ძლიერი საკომუნიკაციო და ორგანიზების უნარი;
** სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნების ცოდნა და მოლაპარაკების წარმოების ძლიერი უნარი;
** ღვინის სფეროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** ექსპორტის/მარკეტინგის სტრატეგიისა და საქმიანობის შემუშავება და განხორციელება კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად;
** კავშირების განვითარება ახალ ქვეყნებში და უკვე არსებული ურთიერთობების შენარჩუნება სხვადასხვა ღვინის დისტრიბუტორებთან;
** ყოველწლიური გაყიდვების ბიუჯეტის შედგენა (ფინანსური დაგეგმვა) და მათი განხორციელების კონტროლი;
** ყოველთვიური გაყიდვების რეპორტის წარმოება (გაყიდვების მიზნობრივი კონტროლი/შესრულებული საქმიანობა და მათი შედეგები);
** კლიენტის მონაცემთა ბაზის შექმნა და კლასიფიცირება;
** სარეკლამო გეგმებისა და მარკეტინგულ ღონისძიების შემუშავება.

ფინანსური საკითხები:

** ანაზღაურება საბოლოოდ შეთანხმდება გასაუბრების დროს;
** ძირითადი ხელფასის 30% გამოსაცდელ პერიოდში (2-3 თვე);
** ძირითადი ხელფასი დაზუსტდება გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ (დამოკიდებული იქნება გამოცდილებასა და უკვე მიღწეულ შედეგებზე). ერთი წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ანაზღაურებაზე ხელახლა მოლაპარაკება;
** დამატებითი ანაზღაურება ექსპორტზე გაყიდული ღვინიდან (% შეთანხმების მიხედვით);
** წლიური პრემიები, განისაზღვრება კომპანიის ეკონომიკური შედეგებიდან გამომდინარე.

საკონტაქტო პირი და ელფოსტა CV-ის გამოსაგზავნად:

მაკა მიქელაძე
maka@gevelli.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |