www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მითერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0001022
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
** განათლება: სტუდენტი, ბაკალავრი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

სრული სამუშაო განაკვეთი.
სამუშაოს ლოკაცია: ცენტრალური ფილიალი (დიღომი).

სამუშაოს აღწერა:

** "თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
** სამუშაო ადგილის მარკეტინგული და სხვა სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლების გაცნობა და პრომოცია;
** მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/1022

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22 მაისი, 2021 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |