www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო "Akhasheni Wine Resort & SPA"-ის სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე ახაშენში, კახეთის რეგიონი.

მდებარეობა: ახაშენი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მითითებულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
** სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Micros, Fidelio, Word, Excel, Internet);
** საერთაშორისო ჯავშნის სისტემებში მუშაობის გამოცდილება (booking.com, tripadvisor.com e.t.c).

მოვალეობები:

** სასტუმროს მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** სასტუმროში არსებული კვების ობიექტის მუშაობის კონტროლი;
** სასტუმროს და მასში განთავსებულ კვების ობიექტებში (რესტორანი და ბარი) კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** თითოეული დეპარტამენტის (მიმღები, რესტორანი და ბარი, სამზარეულო, დასუფთავების დეპარტამენტი) მუშაობის ყოველდღიური მონიტორინგი შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხის შენარჩუნების მიზნით;
** სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
** სტუმართა კმაყოფილების ზრდაზე ორიენტირებულობა;
** სასტუმროსთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის გონივრული და ეფექტური გზით გადაჭრა;
** ტრეინინგ პროგრამების ორგანიზება სასტუმროს პერსონალის მუშაობის უნარ-ჩვევების გაზრდის მიზნით;
** ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება ტოპ მენეჯმენტთან;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი თანამშრომლების ორიენტირებისა და ადაპტაციის პროცესში დახმარება,

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პოზიტიური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სასტუმროს გენერალური მენეჯერი".
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2021 წლის 26 მაისის ჩათვლით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |