www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

სასტუმრო "Unfound Door" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება
** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით
** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით, ასევე სასტუმროს ვებ გვერდის მეშვეობით
** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებ-გვერდის და პლატფორმების მეშვეობით
** შემოსული სატელეფონო ზარების და ელ. ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
** სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: stay@unfounddoor.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

"Unfound Door - Design Hotel" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |