www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 18 მაისი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების ამოცანაა: საცალო საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიკურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის, ორგანიზაციის შიდა და გარე ტრენინგების მეშვეობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიკრო სასესხო პორტფელის საკრედიტო რისკების შეფასება, სისტემური რისკების დროულად გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** სესხის გამცემი ორგანიზაციების მიკრო სესხების საკრედიტო პორტფელის ანალიზი, პორტფელის ხარისხის შეფასება, ინდივიდუალური სესხების შესწავლა, როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე ვიზიტის გზით, საკრედიტო რისკების შესახებ დასკვნის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** მიკრო, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო სექტორის დაფინანსებისთვის გაცემული სასესხო პროდუქტების პოლიტიკა-პროცედურების რეგულარული შესწავლა და ** სესხის გამცემ ორგანიზაციებს შორის შედარება, ახალი პროდუქტების და აქციების პროაქტიული ანალიზი;
** სესხებზე მიკრო საკრედიტო რისკის ანალიზის და განსაზღვრისათვის შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და დამუშავება.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი (სასურველია საბანკო ან ფინანსების სპეციალიზაციით);
** მუშაობის გამოცდილება: მიკრო სეგმენტის დაკრედიტების/რისკების ანალიზის მიმართულებით გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო სექტორში, მათ შორის ტექნო-რუკების შემუშავებაში, გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** საკანონმდებლო ბაზა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ** მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Word, MS Outlook, MS PowerPoint - კარგად;
** უცხო ენები: ინგლისური ენა - B2; რუსული ენა - B1.

კომპეტენციები:

** დამოუკიდებლად მუშაობა;
** წერილების, ანგარიშების მომზადება;
** კრიტიკული აზროვნება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** ინოვაციების ინიცირება და მართვა;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტაცია;
** ცოდნის და გამოცდილების გაზიარების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** თანასწორობის და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა;
** სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა.

თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

კონკურსის ფორმა:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** კონკურსი შეიძლება მოიცავდეს წერითი დავალების ან/და პრეზენტაციის წარდგენას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 18 მაისამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების სპეციალისტი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |