www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: ლიტვური საცხობი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

შპს "ლიტვური საცხობი+" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
** გაყიდვების ანალიზი;
** გაყიდვების გეგმების შედგენა; გაყიდვების მონიტორინგი; გაყიდვების სტიმულირება;
** მარაგების მართვა;
** პარტნიორებთან ურთიერთობა; მოლაპარაკებების წარმოება;
** პრომო აქციების დაგეგმვა და მართვა;
** პრომო გოგონების ყოველდღიური საქმიანობის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ავტომანქანის ფლობა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი.

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით.
სამუშაო საათები: მოქნილი გრაფიკი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litvuri@gmail.com და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომერციული მენეჯერი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |