www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დანადგარის ოპერატორი - მილკვადრატის წარმოება
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის თანამდებობაზე მილკვადრატის წარმოებაში.

ადგილმდებარეობა: რუსთავი
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** მილკვადრატის დანადგარის ზოლოვანებით უწყვეტი მომარაგება განსაზღვრული გეგმის, გრაფიკისა და წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით (მიმდევრობა, სისქე, სიგანე, ჩახვევის მხარე);
** დანადგარის გადაწყობის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** უპირატესობა მიენიჭება საწარმოო დანადგარებთან მუშაობის, ან/და შედუღებისა და ჭრის სამუშაობის შესრულების გამოცდილებას;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2021 წლის 30 ივნისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "დანადგარის ოპერატორი მილკვადრატის წარმოებაში".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |