www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჰოსტელი ფაბრიკა
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

ჰოსტელი "ფაბრიკა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აქტიურად მონაწილეობას ახალი რეცეპტების შექმნაში;
** ამზადებს ყველა შეკვეთას ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების დახარისხებასა და შენახვას (ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელ სტიკერებით);
** ამოწმებს თითოეული კერძის ხარისხს, პორციას, პრეზენტაბელურობას და ტემპერატურას სამზარეულოდან გატანამდე;
** წინასწარ იმარაგებს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტს;
** იცავს სამზარეულოს ინვენტარის მოხმარების ინსტრუქციებს;
** ამოწმებს სამზარეულოს ინვენტარს და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, აწოდებს ინფორმაციას ტექნიკურ დეპარტამენტს;
** უზიარებს ცოდნას და გამოცდილებას ახალ თანამშრომლებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს მათ დატრენინგებაში;
** ზედმიწევნით იცავს კომპანიაში დაწესებულ შრომისა და ჰიგიენის სტანდარტებს.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 28 ივნისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fabrikatbilisi.com და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |