www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: Makler.ge
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

უძრავი ქონების კომპანია "makler.ge" აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საიმიჯო კამპანიის წარმოება;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე მარკეტინგული გეგმის შემუშავება. მარკეტინგული მიზნის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ჩამოყალიბება, დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ქმედებების დაგეგმვა;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება, მართვა და შესაბამისი კონტენტის შექმნა;
** კომპანიის PR აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
** ბლოგების შექმნა და განთავსება შესაბამის პლატფორმაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ქართულ ენაზე გამართულად წერისა და კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება ბლოგების შექმნის, მარკეტინგის ან PR-ის მიმართულებით;
** ციფრული კონტენტის შექმნისა და მართვისთვის აუცილებელი სპეციფიკის ცოდნა;
** ციფრულ სივრცეში არსებული მომხმარებლის ქცევის ცოდნა;
** შეეძლოს სამიზნე აუდიტორიისთვის ტენდენციების სწორად გაზიარება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სასურველია);

უნარები:

** აუცილებელია კრეატიული აზროვნება და ორგანიზებულობა;
** მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და ცვლილებებისკენ;
** დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის, აგრეთვე პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ცვლილებების მიმართ ადაპტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით
ორშაბათი - პარასკევი: 11:00 - 18:00
შაბათი: 11:00 - 16:00

თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და დაინტერესებული ხართ ჩვენთან თანამშრომლობით, გთხოვთ შეავსო თანდართული კითხვარი: https://www.realtor.ge/testireba

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@realtor.ge ან ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს: https://www.makler.ge/ka

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |