www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მათემატიკის პედაგოგი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის პედაგოგის პოზიციაზე.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 21 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. 2021-2022 სასწავლო წლიდან ბაქსვუდის სკოლა გაფართოებას იწყებს, რაც გულისხმობს ახალ ინფრასტრუქტურულ და პროგრამულ პროექტებს განახლებულ გუნდთან ერთად.

პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი, მათემატიკის მიმართულებით
** გამოცდილება: სკოლის ასაკის ბავშვებთან მუშაობა (სასურველია სკოლის სივრცეში);

საჭირო კომპეტენციები:

** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარები;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა და/ან პედაგოგიური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სქემაში ჩართულობა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო დღის განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). სამუშაო დღის დეტალური განრიგი განისაზღვრება სკოლის აკადემიური კალენდრის შესაბამისად;

ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მათემატიკის პედაგოგი.

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |