www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პორტა კავკასია ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სასტუმრო "პორტა კავკასია ყაზბეგი" მდებარეობს ყაზბეგში, გუდაურიდან 24, 1 კმ-ში. სასტუმროს აქვს ტერასა მთების შესანიშნავი ხედები. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საუნა, საკონფერენციო დარბაზი, ღვინის მაღაზია "მეღვინეობა ხარება", "ევროპული რესტორანი "ლიგურია" და ქართული რესტორანი "ხარება".

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ყაზბეგი, თერგდალეულების ქ. #2
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 900 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მათ მიერ გაკეთებული ჯავშნის იდენტიფიცირება;
** სტუმრების რეგისტრაცია;
** ოთახებში განთავსება ჯავშნის მიხედვით;
** სტუმრებისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა;
** სატელეფონო ზარების და მეილების მიღება და დროული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: Vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ადმინისტრატორი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |