www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ორგანიზაციის ვებსაიტის შესაქმნელად
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
თანდართული ფაილი: 06566_csrdg_7994300.zip
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის ვებსაიტის შესაქმნელად.

დამკვეთის შესახებ ინფორმაცია:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს და მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა - თემის განვითარება, კარგი მმართველობის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებლის უფლებები, სოციალური მეწარმეობა და ევროინტეგრაცია.

დაწვრილებით ინფორმაცია პირობებისა და ვებგვერდის მახასიათებლების შესახებ იხილეთ დანართში.

გთხოვთ, გამოგზავნის დროს სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "ტენდერი ვებსაიტი".

ტენდერის მონაწილეები მიიღებენ დასტურს განაცხადების მიღების შესახებ.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივნისი.

ტენდერის გამარჯვებულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დამკვეთი მიიღებს არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა. ამის თაობაზე ტენდერის მონაწილეები მიიღებენ წერილობით პასუხს განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნათია მეტრეველი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, ელექტრონული ფოსტა natia.metreveli@csrdg.ge ტელ. 599 911 577



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |