www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ედვერთაიზერი
მომწოდებელი: კროკობეთი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

კომპანია კროკობეთი (crocobet.com) ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა აზარტული თამაშების სფეროში.

ჩვენი გუნდი განაგრძობს ზრდას და აცხადებს ვაკანსიას ედვერთაიზერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მარკეტინგულ კამპანიების შექმნა სხვადასხვა პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაციის მიზნით;
** ბაზრის კვლევის ჩატარება, გაყიდვებისა და დიზაინის გუნდთან თანამშრომლობა მიზანმიმართული სარეკლამო კამპანიების შესაქმნელად;
** მულტიმედიური რეკლამების მიმოხილვა და სარეკლამო კამპანიების მონიტორინგი სამომავლო მარკეტინგული კამპანიების დასაგეგმად;
** სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაცია;
** სარეკლამო პლატფორმებზე კომპანიის რეკლამის განთავსება.

მოთხოვნები:

** Facebook და სხვა სარეკლამო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** ტარგეტირების და რეტარგეტირების პრინციპების სრულყოფილი ცოდნა;
** მარკეტინგის ავტომატიზაციის საფუძვლების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ედვერთაიზერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად შესრულების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებას;
** კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@crocobet.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |