www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" - CTH აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი წარმოადგენს საერთაშორისო ტურ-ოპერატორს საქართველოში.

მოვალეობები:

** შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება;
** ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
** მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
** სასტუმროებთან კომუნიკაცია, საუკეთესო ფასის მოძიება;
** რეპორტების წარმოება;
** სასტუმროებთან, რესტორნებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან კონტრაქტების განყოფილების მუშაობის ზედამხედველობა და ოპტიმიზაცია.
** ინდივიდუალურ, ფასწარმოქმნისა და ჯგუფების დეპარტამენტთან რეპორტინგი, მუდმივი კომუნიკაცია;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;

უნარ-ჩვევები:

** აქტიური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** ორგანიზებული;
** წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** სწრაფი ათვისების უნარი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook).

მსურველებს გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ვაკანსია წერილის სათაურში და CV გამოაგზავნოთ ელ -ფოსტით შემდეგ მისამართზე: nata.dolidze@cth.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |