www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: პარტნიორი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ბრენდებისთვის ყოველწლიური მარკეტინგული გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული გეგმის შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიებების/აქტივობების დაგეგმვა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** ბრენდინგისთვის საჭირო სხვადასხვა მარკეტინგული მასალებით მომარაგების უზრუნველყოფა და ნაშთების კონტროლი;
** ბაზრის მოთხოვნების შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, ახალი ტენდენციების განსაზღვრა და სხვა მარკეტინგული კვლევების წარმოება საჭიროების შესაბამისად;
** უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია და ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
** დისტრიბუციის არხების მიხედვით გაყიდვების მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი, ბრენდის რეალიზაციის მუდმივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების გადაგეგმვა;
** პროდუქციის ბრუნვის მონიტორინგი, საქონლის დანაკარგის/ჭარბი პროდუქციის წარმოქმნის მიზეზების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიახლეებსა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** შემოქმედებითი აზროვნება და კრეატიულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |