www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ინჟინერ-კონსტრუქტორი, უმცროსი ინჟინერ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: კოკაზ სოლარი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"კოკაზ სოლარი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც სპეციალიზდება მზის ენერგიისა ათვისებაზე, მზის მიკროსადგურის პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე და გეგმავს დააკომპლექტოს გუნდი მოტივირებული, მზის და განახლებად ენერგიის სექტორში მუშაობის მსურველი სპეციალისტებით.
ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ, როგორც გამოცდილ კადრებთან და ასევე დამწყებ ახალგაზრდებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი ამ სექტორში იმუშაონ და განაგრძონ სპეციალიზაცია.

www.solar.cocaz.ge

ვაკანსიები ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:

1. მზის პანელების ინსტალაციის უფროსი ინჟინერ-კონსტრუქტორი

ზოგადი მოვალეობები:

** მზის მიკროსადგურის პროექტის სტრუქტურული ნაწილის დამუშავება;
** სისტემების დასამონტაჟებელი ადგილის შესწავლა;
** მზის სისტემების კონსტრუქციულ-საინჟინრო დაპროექტება შენობის სახურავებსა და სხვა სტრუქტურებზე/კონფიგურაციის მოდელირება;
** მზის სისტემების კონსტრუქციის ინსტალაციის ორგანიზება და განხორციელება;
** მომხმარებელთან კომუნიკაციას პროექტების დამუშავების პროცესში;
** მზის ელექტროსადგურის კონსტრუქციისთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენა და შესყიდვების დეპარტამენტის ტექნიკურ მხარდაჭერა, (განახორციელოს გათვლები, გააკეთოს მასალების შერჩევა, განსაზღვროს საჭირო რესურსები (პერსონალი, მოწყობილობა, ვადები და მასალები));
** ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** მზის მიკროსადგურის კონსტრუქციის აწყობა & მონტაჟი;
** მზის მიკროსადგურის ელექტრო-საინჟინრო გუნდთან თანამშრომლობა;
** კონსტრუქციულ პროექტში ჩართული გუნდის ხელმძღვანელობა;
** ინსტალირებული სადგურის კონსტრუქციის გამართულობის შემოწმება, ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა-აღმოფხვრა.

უფროსი ინჟინერ-კონსტრუქტორის მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარი:

** ორგანიზებისა და მართვის კარგი უნარები;
** დაკვირვებულობა და ყურადღებიანობა;
** მოწესრიგებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სწრაფად სწავლის უნარი;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობა.

გთხოვთ მიუთითოთ თუ გაქვთ შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

** მზის პანელების კონსტრუქციის დიზაინი/მონტაჟი;
** კონსტრუქციული სამუშაოები;
** შენობისა და კონსტრუქციების გადახურვის სამუშაოები;
** საშემსრულებლო ნახაზების მომზადება;
** უცხო ენები: რომელი, რა დონეზე;
** წინა სამუშაო გამოცდილებები.

2. მზის პანელების ინსტალაციის უმცროსი ინჟინერ-კონსტრუქტორი

მზის პანელების ინსტალაციის უმცროსი ინჟინერ-კონსტრუქტორის ძირითადი მოვალეობებია მზის მიკროელექტროსადგურის კონსტრუქციის ინსტალაციაში მონაწილეობა, რომელიც მოიცავს, შეუზღუდავად:

** მზის პანელების კონსტრუქციის აწყობა სამონტაჟო ობიექტზე;
** მზის პანელების კონსტრუქციის აღმართვა & ინსტალაცია;
** ინსტალირებული კონსტრუქციის გამართულობის შემოწმება, ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა-აღმოფხვრა.

მზის პანელების ინსტალაციის სპეციალისტის მოთხოვნები:

** ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** სწრაფად სწავლის უნარი
** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობა.

გთხოვთ მიუთითოთ თუ გაქვთ შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

** მზის პანელების კონსტრუქციის დიზაინი/მონტაჟი;
** კონსტრუქციული სამუშაოები;
** შენობისა და კონსტრუქციების გადახურვის სამუშაოები;
** უცხო ენები: რომელი, რა დონეზე;
** წინა სამუშაო გამოცდილებები.

გამოიყენება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით;
** გასაუბრება.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.

ვაკანსიით დაინტერესებულებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ელ-ფოსტის მისამართზე info@solar.cocaz.ge და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2021 წ.

პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 5-6 თვის ვადით, შეინახება ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |