www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

შპს "მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი" წარმოადგენს MND-ის (MBS, TAS, TECHFUN, LST, SUFAG), Pistenbully-ს, MULTI SKILIFT-ს, GBH-ს, Flagmore-ს, Vellardi-ს, Teufelberger-ს, AXESS-ს, IDM France, Designa, Indect და ჯამში 50-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სპეციალიზირებულ ტექნიკას, თოვლის სატკეპნ მანქანებს, საბაგირო გზებს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, ზიპ-ლაინებს, სათავგადასავლო პარკებს, სათხილამურო გზების უსაფრთხოების და კეთილმოწყობის აღჭურვილობას, სადროშეებს, ბინოკლებს, საპარკინგე სისტემებს, შშმ პირების მობილობისთვის განკუთვნილი სპეც აღჭურვილობის გეგმარებასა და მონტაჟს, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას; კომპანია ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს.
კომპანია "მაუნთინ რეზორტს სოლუშანს" განხორციელებული აქვს ისეთი უნიკალურ პროექტები საქართველოში როგორიცაა: კობი გუდაურის სამთო-სათხილამურო ტრასების ზვავ-საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის და მართვის პროექტი; სასრიალო ტრასების უსაფრთხოების საშუალებებით აღჭურვა; სათხილამურო საბაგიროების პროექტირება/მონტაჟი და მომსახურება; თოვლის სატკეპნი მანქანების რეალიზაცია, ასევე სამთო კურორტებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროდუქტების მიწოდება და სერვისი;

შპს "მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროექტების (სამშენებლო, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური) მართვის გამოცდილება;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** უცხოურ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის სრული ციკლის გაძღოლა მისი დაგეგმვიდან განხორციელების მომენტამდე;
** პროექტზე მომუშავე გუნდის მართვა;
** პროექტის ფარგლებში რისკების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათზე რეაგირება;
** პროექტის მსვლელობისას შუალედური შედეგების განხილვა და სტატუს რეპორტების მომზადება;
** პროექტში ჩართული სხვადასხვა მხარეების კოორდინაცია;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** იდეის სწორად/გასაგებად გადმოცემა (ვერბალურად და წერილობით)
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვა
** პროცესების მართვა
** პრეზენტაციის უნარი
** დროის მართვა
** დაგეგმვა და ორგანიზება
** დამოუკიდებლად მუშაობა

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2021 წლის 10 აგვისტოსი. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |