www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის კონსულტანტი/ბარისტა
მომწოდებელი: დანკინ`
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "დანკინ"-ის განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "დანკინ"-ის კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

მეტი ინფორმაცია "დანკინ"-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.dd.ge/

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი (ბარისტა) - გორი.

რატომ "დანკინ"?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე და დააგროვო სამუშაო გამოცდილება
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ყავების და სენდვიჩების მომზადებას;
** ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვასა და მომხმარებელთან ურთიერთობაში
** ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას
** ჩვენთან ღიმილი მთავარია
** ერთად უკეთესია და ერთად - ვგულისხმობთ შენთან ერთად!

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** სამსახურს სახლთან ახლოს
** სტაჟირებისას უფასო ლანჩს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
** თანამშრომლებისთვის 70%-მდე ფასდაკლებას კვებაზე
** მზარდ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მონაწილეობას სასწავლო სატრენინგო პროგრამებში:

- "დანკინის" საერთაშორისო საოპერაციო სტანდარტების ტრენინგი
- "Coffee Enthusiastic - Latte Art" ტრენინგი
- საკვების უსაფრთხოების ტრენინგი
- მომსახურების ხარისხის სტანდარტის ტრენინგი
- შეთავაზებითი გაყიდვის ტრენინგი.

თითოეული ტრენინგ მოდულის გავლის შემდეგ გადმოგეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.

თანამშრომელთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

ვაკანსიის ტექსტის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list

დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 064545, ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@dd.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18 აგვისტო, 2021 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |