www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრამვატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი ექიმი-ორთოპედის პოზიციაზე:

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტისთვის ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის (პლანტოსკოპიის) პროცესის დეტალურად ახსნა.
** პოტენციური პაციენტისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა.
** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება.
** პოდოგრაფის ულტრასენსორულ პლატფორმაზე აღნიშნული ტერფის ანაბეჭდის დეტალური დამუშავება და პაციენტისთვის დიაგნოზის გაცნობა.
** ტერფის აღბეჭდილი მონაცემების დაბეჭდვა.
** დიაგნოსტიკის შედეგად მიღებული ინფორმაციის ღაბაშების ტექნიკოსისთვის მიწოდება ღაბაშის დასამზადებლად.
** ღაბაშების (სუპინატორების) ტექნიკოსის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ღაბაშების (სუპინატორების) ზომების კორექტირება.
** პაციენტისთვის ღაბაშის (სუპინატორის) ინდივიდუალური სტილის შერჩევა.
** ფეხსაცმელში ღაბაშის (სუპინატორის) ჩადების შემდგომ პაციენტის მდგომარეობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაცია.
** საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ ნათხოვნი დამატებითი ფუნქციების შესრულება, თანამშრომლის კვალიფიკაციის და ფუნქციების ფარგლებში.

ზოგადი ვალდებულებები:

** ეპიდემიის ან პანდემიის დროს ვალდებულია სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციების და რეკომენდაციების თანახმად სამუშაო ადგილზე ყოველდღიურად გაიზომოს ტემპერატურა, ხშირად დაიბანოს და/ან დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო საშუალებებით და ატაროს დაცვის საშუალებები (მოთხოვნის შესაბამისად ნიღაბი, ფარი, ხელთათმანი და ა.შ.). სავალდებულოა ხშირად სამუშაო სივრცის განიავება და კოლეგისთვის/ვიზიტორებისთვის საჭირო დისტანციის დაცვის გაფრთხილების უზრუნველყოფა.
** საქმიანი კორესპონდენციისთვის სავალდებულოა კორპორატიული ელ. ფოსტის გამოყენება და ელ. ფოსტის მიღების შემთხვევაში, სწრაფი უკუკავშირი გამომგზავნთან.
** პასუხისმგებელია შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ცოდნასა და დაცვაზე.
** პასუხისმგებელია მის კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტაციის დაარქივებაზე.
** პასუხისმგებელია დაიცვას შინაგანაწესში მითითებული წესები.
** პასუხისმგებელია სამსახურში იმყოფებოდეს დროულად და საჭიროების შემთხვევაში იმუშაოს ზეგანაკვეთურად შინაგანაწესში მითითებული პირობების შესაბამისად.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები, უნარები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ორთოპედის ან მასაჟის თერაპევტის პოზიციაზე
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სავალდებულოა გამართული მეტყველების უნარი
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა, მოქნილობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი
** დროის მართვის კარგი უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარი, თავაზიანობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) - ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |