www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ERP სისტემის CRM კონსულტანტ-ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ERP სისტემის მომხმარებლებთან ურთიერთობის (CRM) მოდულის კონსულტანტ-ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000976
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ანალიტიკა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** ინიციატიურობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტაცია
** გუნდურობა
** კომუნიკაბელურობა
** მასალის სწრაფად ათვისების უნარი
** დატვირთულ რეჟიმში და შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
** რამოდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** პრობლემების დროულად და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** MS Office ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);

სამუშაოს აღწერა:

** მიმდინარე ბიზნეს-პროცესების ანალიზი და შესწავლა;
** ახალი პროცესების ჩამოყალიბება/პროექტირება, სისტემის კონფიგურირება და აწყობა შესაბამისად;
** მიმართულების ფარგლებში სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** დეტალური სამუშაო გეგმის მომზადება, წარმოდგენა და დოკუმენტირება;
** მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან და ბიზნესის წამომადგენლებთან;
** სისტემის ახალი მოდულების დანერგვის ან მოდიფიკაციის პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** სისტემაში ახალი ტრანზაქციების და ფუნქციების საჭიროების შესწავლა და მათი ანალიზი;
** ტექნიკური დავალებების მომზადება;
** სისტემის მომხმარებლების ფუნქციონალური მხარდაჭერა, წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი, ოპერატიულად და მიზანმიმართულად მათი გადაჭრა.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/976



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |