www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების კონსულტანტი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

"კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

პოზიცია: მომსახურების კონსულტანტი თბილისში

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში. #გახდიკრედოელი

მოვალეობები:

** "კრედოს" ფილოსოფიისა და მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
** ზედამხედველის მიერ წამოყენებული მიზნების შესასრულებლად გააკეთოს ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებს არ აღემატება და შეუწყვეტლივ იმუშაოს იმისათვის, რომ ორგანიზაციამ მიაღწიოს თავის მიზნებს;
** შეასრულოს ყველა საქმიანობა კრედოს პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად
** კლიენტებს სათანადოდ წარუდგინოს ორგანიზაცია.
** ორგანიზაციის მატერიალური და ინფორმაციული ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად.

კლიენტების მომსახურება ფილიალის მიმღებში:

** მისალმება კლიენტის ფილიალში შესვლისთანავე;
** დახმარების გაწევის შეთავაზება პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** ​დაკვალიანება და ყურადღების მიქცევა ყველა არსებული თუ პოტენციური კლიენტებისათვის;
** სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში მომხმარებლების სწორი განაწილებითა და სესხის ოფიცრების მიერ დროული მომსახურების გაწევით;
** შემოსული და გასული მომხმარებლების ინფორმირება შემდგომი ნაბიჯების შესახებ მათი მოთხოვნების შესაბამისად;
** მომხმარებელთა რიგითობის დაცვა ფილიალის მიმღებში.

დამატებითი მოვალეობები:

** კლიენტების, პოტენციური კლიენტების, მათი ოჯახის წევრებისა და გარანტორების შემოწმება სხვადასხვა ბაზებში;
** კლიენტების სააპლიკაციო ფორმების შეყვანა კრედოს მონაცემთა ბაზაში (კრედოს პროცედურებისამებრ);
** სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებით დახმარების გაწევა;
** ფილიალის ადმინისტრატორის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში;
** დაქირავებული პირი ვალდებულია აუნაზღაუროს დამქირავებელს მის მიერ მიყენებული ზარალი, რაც გამოწვეულია დაქირავებულის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ან შინაგანაწესის/საკრედიტო პოლიტიკის დარღვევით, რაც გულისხმობს შინაგანაწესის/საკრედიტო პოლიტიკის შეუსრულებლობით სესხების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის დარღვევით შედგენას;
** შეასრულოს ყოველდღიური სამუშაო კრედოს მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** იხელმძღვანელოს კრედოს ჩაცმულობის სტანდარტების შესაბამისად.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით:

** ძლიერი ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები;
** ხალხზე ორიენტირებული პიროვნება;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობისს მაღალი დონე;
** ​გუნდში ნაყოფიერი მუშაობის უნარი და სურვილი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აქტიური და ყურადღებიანი.

CV გამოგვიგზავნე მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მომსახურების კონსულტანტი თბილისში".

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე კრედო კარიერის Facebook-ზე.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა - 31 ივლისი.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომით ურთიერთობისის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |