www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას ოფისის დამლაგებლის თანამდებობაზე.

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (40 საათი კვირაში).

მოვალეობის/სამუშაოს დეტალური აღწერა:

** საოფისე სივრცეების სრული დალაგება;
** სტანდარტული (კაფელის, მეტლახის, ლინოლეუმის) და ასევე ხალიჩების ზედაპირით იატაკის წმენდა;
** შიდა ვიტრაჟების წმენდა;
** საოფისე ინვენტარის წმენდა;
** სველი წერტილებისა და სამზარეულოების დასუფთავება;
** გასანათებელი მოწყობილობებისა და ყველა ტიპის სანათის წმენდა;
** მარაგების რაციონალური მართვა და კონტროლი;
** სახარჯი მარაგების სწორი განაწილება და აღრიცხვა;
** დღის განმავლობაში ნარჩენების გადაყრა.

განათლება/კვალიფიკაცია:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად); ინგლისური (სასურველი); რუსული (საშუალო დონეზე, არის აუცილებელი მოთხოვნა).

თვისებები:

** საკუთარი სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პატიოსნება, მიუკერძოებლობა;
** სიტუაციის სწორად შეფასების უნარი;
** დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი.

სხვა მოთხოვნები: არ უნდა იყოს ნამუშევარი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ კომპანიაში.

გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სივი გამოაგზავნოთ აღნიშნულ ელ. მისამართზე office-2.georgia@egt-bg.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |