www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ეკო რესურს - ნატტექ
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

კომპანია "ეკო რესურს - ნატტექ" საკვები საღებავების მწარმოებელი 25 წლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის "ეკო რესურსისა" და ქართული კომპანია "შვიდი მითის" თანამშრომლობით შეიქმნა 2017 წელს. ამავე წელს, კომპანია "ეკო რესურს-ნატტექის" ბაზაზე, თბილისში ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა საკვები საღებავების საწარმომ, რომელიც ორიენტირებულია როგორც სინთეტიკური, ასევე ნატურალური საკვები საღებავებისა და ნატურალური სანელებლების წარმოებაზე.

საწარმოს მინიჭებული აქვს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი ISO 22000-9001

შ.პ.ს. "ეკო რესურს-ნატტექ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - წარმოების სპეციალისტი.

მოთხოვნები:

** მამაკაცი 20-დან 45 წლამდე;
** ფიზიკურად შრომისუნარიანი;
** პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დიდ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საღებავების შემრევი დანადგარზე მუშაობა, ნედლეულის მიღება, პროდუქციის აწონვა, დაფასოება, ეტიკეტირება, დასაწყობება.
ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა დასჭირდეს ფიზიკური სამუშაოების შესრულება" პროდუქციის აწონვის პროცესში;
** კომპანიის შიდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: nino.aroshidze@gmail.com. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "წარმოების სპეციალისტი".

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 8 ოქტომბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე).

"ეკო რესურს-ნატტექ"-ში პერსონალური თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს
http://shvidimeat.com/ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |