www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფასო ტრენინგი დიზაინის/რეწვის სფეროს წარმომადგენლებისთვის
მომწოდებელი: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
თანდართული ფაილი: 24908_CRAFTING_BUSINESS_Open_Call_6223949.zip
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

"ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" დიზაინის, რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე დამწყები მეწარმეებისთვის აცხადებს კონკურსს "პროფესიული გამოცდილების პროგრამა "CRAFTING BUSINESS"-ში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა ხორციელდება ცენტრის მიმდინარე პროექტების ფარგლებში CRAFTING EUROPE -ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის პროექტის, "ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის" - USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.

პროგრამა ეფუძნება დიდი ბრიტანეთის ტრადიციული რეწვის საბჭოს HOTHOUSE-ის პროგრამას და ხორციელდება CRAFTING EUROPE პროექტის მონაწილე ევროპის რვა ქვეყანაში.

პროგრამის მიზანია განავითაროს დიზაინერების და რეწვის ოსტატების ბიზნეს და შემოქმედებითი უნარები და მოიცავს შემდეგ თემებს:

** მეწარმეობა/ბიზნეს ხედვა და მოდელირება/ბიზნესის დაგეგმვა;
** ფინანსური დაგეგმვა (ღირებულება და განფასება, ფულადი შემოსავლები, ფინანსური მენეჯმენტი)
** პროდუქციის განვითარება
** საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო საკითხები
** ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხები
** მარკეტინგი (ბაზარზე წვდომა, ბაზრის კვლევა და შეფასება, მარკეტინგული სტრატეგიები, ელექტრონული მარკეტინგი და პროდუქციის წარდგენა)
** ბიზნესის წარდგენა
** ექსპორტის განვითარება

პროგრამაში მონაწილეობა შეგიძლიათ თუ თქვენ ხართ დიზაინერი ან ოსტატი, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე მეწარმე.

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, სულ შეირჩევა 25 მონაწილე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა ბმულზე: https://bit.ly/38Ec6ZC

CRAFTING BUSINESS-პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, პროგრამა განხორციელდება 2021 წლის ოქტომბერი - ნოემბრის პერიოდში და მოიცავს 24 ონლაინ ტრენინგს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

"ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი"
https://www.gaccgeorgia.org
მისამართი: ნიკო ნიკოლაძის ქ. #7, თბილისი, 0108, საქართველო
ელფოსტა: info@gaccgeorgia.org
ტელ: (+995 32) 293 13 35; მობ.: 593 397 153; მობ: 555 455 843



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |