www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პალფინგერ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

მსოფლიო ბაზარზე უმსხვილესი ჰიდრავლიკური ამწე მანიპულატორების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია "Palfinger"-ის წარმომადგენლობა საქართველოში "პალფინგერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიებს ტექნიკის გაყიდვების მენეჯერისა და სათადარიგო ნაწილების და მომსახურების გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე:

1. ტექნიკის გაყიდვების მენეჯერი

პასუხისმგებლობა:

** ტექნიკის აქტიური გაყიდვები;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** შეხვედრების ორგანიზება, კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში გამგზავრება საჭიროების შემთხვევაში;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** სპეცტექნიკის გაყიდვებში გამოცდილება;
** მოლაპარაკების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა B2 დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

პირობები:

სამუშაო საათები: ორშ-პარ 09:00-18:00.
ანაზღაურება შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად)+ბონუსები.

2. სათადარიგო ნაწილების და მომსახურების გაყიდვების მენეჯერი

პასუხისმგებლობა:

** სერვისის და სათადარიგო ნაწილების აქტიური გაყიდვები;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** შეხვედრების ორგანიზება, კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში გამგზავრება საჭიროების შემთხვევაში;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობაl

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** მომსახურების სფეროში და სათადარიგო ნაწილების გაყიდვებში გამოცდილება;
** მოლაპარაკების უნარი;
** საკუთარი ავტომობილი;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა B2 დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

პირობები:

სამუშაო საათები: ორშ-პარ 09:00-18:00.
ანაზღაურება შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად)+ბონუსები.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@palfinger.ge.

გთხოვთ ელექტრონული წერილის თემაში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |