www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ისი პარი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

პარფიუმერული ქსელი "ისი-პარი" 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე. ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

"ისი-პარი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე მაღაზიაში.

სამუშაო პირობები - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი:

** პირველი ცვლა - 10 საათიდან 15:30 საათამდე 1 საათიანი შესვენების გათვალისწინებით
** მეორე ცვლა - 15:30 საათიდან 21 საათამდე 1 საათიანი შესვენების გათვალისწინებით
** კვირაში 1 დღე დასვენება.

ძირითადი ხელფასი - 580 ლარი
ძირითად ხელფასს ყოველთვიურად ემატება ბონუსი, რომელიც გამოითვლება მაღაზიის გაყიდვების მაჩვენებლით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროს წარმოება და კონტროლი: თანხის მიღება, დათვლა, თანხის გაცემა;
** ნავაჭრი თანხის ყოველდღიური შეტანა ბანკში დროულად, გასავლის ორდერის შევსება და პროგრამული აღრიცხვა;
** სხვადასხვა ოქმების, გასაცემი ფასდაკლების ბარათების, გასავლის ორდერების მაღაზიაში არსებული მარაგების კონტროლი;
** სასაჩუქრე ვაუჩერების გაცემა/განაღდება;
** გაყიდული პროდუქციისა და შემოსული თანხების თანხვედრის შემოწმება;
** ფულადი შემოსავლის მონიტორინგი, აღრიცხვა;
** სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ზედმიწევნით სწორად წარმოება;
** განვადებების განაცხადის შევსება და გაგზავნა;
** ფასდაკლების ბარათის გაცემა/აღდგენა;
** პროგრამაში ფასდაკლებების ადმინისტრირება;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დალაგება, თაროების მოწესრიგება და აღწერა;
** პროდუქციაზე ფასების შეცვლა;
** პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** FINA-ს ელექტრონულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** Excel-ის ცოდნა მომხმარებლის დონეზე

პიროვნული მახასიათებლები/უნარები:

** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული.

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება;
** გასაუბრება;
** გასაუბრების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან 1 კვირიანი ტრენინგი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr-iciparis@prestige.ge 2021 წლის 9 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის (მოლარე - თბილისი) დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |