www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური ოპერაციების სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური ოპერაციების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაოს აღწერა:

** სატელეფონო მომსახურების ცენტრის მიერ პროგრამაში რეგისტრირებული ინციდენტების მოკვლევა/ანალიზი;
** კომპანიის მომხმარებლების მიერ შეცდომით შესრულებული გადახდების გადამოწმება და მის მოგვარებაში მხარდაჭერა;
** გადახდის ტერმინალებში ჩართულ სერვის პროვაიდერებთან გასაგზავნი წერილების მომზადება, გაგზავნა და შესრულების კონტროლი;
** პროგრამაში რეგისტრირებული ინციდენტების მონიტორინგი;
** მომხმარებლის მიერ წარუმატებლად დასრულებული გადახდის მცდელობებზე თანხის ანაზღაურება.

განათლება:

სასურველია უმაღლესი განათლება.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook, Internet) მომხმარებლის დონეზე;
** ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
** Outlook- ის გამოყენება.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო

პირობები:

** სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა;
** გამოსაცდელი ვადა : 6 თვე;
** სამუშაო განაკვეთი: სრული.
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 15:00 სთ-მდე ან 15:00-დან 21:00 სთ-მდე; შაბათი ან კვირა 10:00-დან 18:00 სთ-მდე.
** ხელფასი: დარიცხული 625 ლარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2021 წლის 1 ოქტომბრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "პრობლემური ოპერაციების სამსახურის სპეციალისტი".

ვაკანსიის სახელწოდების მითითების გარეშე რეზიუმე ვერ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |