www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: გირო კრედიტი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კვალიფიკაციიდან გამომდინარე + ბონუსი და სამედიცინო დაზღვევა.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი); 10:00-14:00 (შაბათი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ავტო, იპოთეკური და ბიზნეს სესხების გაცემის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office);

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთან პირველადი გასაუბრების შედეგად მათი ზუსტი საჭიროებების გამოვლენა;
** კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე საკრედიტო პროდუქტის შეთავაზება, უპირატესობების ახსნა;
** კლიენტების ფინანსური მდგომარეობის, მომგებიანობის და საკრედიტო რისკების შეფასება;
** დოკუმენტაციის [მოპოვებული ინფორმაციის აღრიცხვა/დამუშავება/შენახვა] სწორად და სრულყოფილად წარმოება;
** სესხის რეგისტრაცია/გაცემა;
** პორტფელის მონიტორინგი და პრობლემური სესხის მართვა;
** რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა.

პიროვნული უნარები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2021 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საკრედიტო ექსპერტი" .

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: http://www.girocredit.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |