www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სილქ როუდ ბანკი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

სს "სილქ როუდ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

პროფესიული ფუნქცია-მოვალეობანი:

** ბანკის დოკუმენტბრუნვის პროცესის კოორდინაცია და მართვა;
** ბანკში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, კანცელარიის სამსახურის გავლით შემოსული და გასული დოკუმენტაციის, დადგენილ ვადებში აღრიცხვა, განხილვა, შინაარსის ანალიზი, კონტროლი და არქივიზაცია.
** შიდა ნორმატიული და ადმინისტრირების დოკუმენტაციის დამუშავება, აღრიცხვა, კონტროლი;
** მიმოწერის წარმოება, როგორც მენეჯმენტის დავალებით, ასევე სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თავისი საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით;
** შეხვედრების ჩანიშვნა, დაორგანიზება და საჭირო მასალით მომარაგება;
** სტუმრების მიღება;
** მცირე ზომის დოკუმენტების თარგმნა საჭიროების შემთხვევაში;
** საჭიროებისამებრ, სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ტექნიკური უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ჰუმანიტარული განხრით;
** ქართული და ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** კორესპონდენციის შესაბამის ფორმატში შედგენა, თარგმნა, ანალიზის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს "სილქ როუდ ბანკმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს "სილქ როუდ ბანკის" ბაზაში 1 წლის ვადით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 14 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |