www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CSSgeorgia
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "CSS Georgia" - უსაფრთხოების სისტემები აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - სამშენებლო/სამრეწველო უსაფრთხოების სისტემების და აღჭურვილობის იმპორტი ევროპიდან. უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი და დემონტაჟი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა
** ახალი მომწოდებლების მოძიება
** შესყიდვების პროცესის დაგეგმარება, ორგანიზება და კონტროლი
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** კომპანიის პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა
** ტენდერების დამუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 მუშაობის გამოცდილება
** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობის გამოცდილება
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, PowerPoint)

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** ოპერატიულობა
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

** 8 საათიანი სამუშაო დღე
** ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა
** კარიერული ზრდა
** მეგობრული გარემო

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე Cssgeorgia2018@gmail.com 2021 წლის 15 ოქტომბრამდე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - შესყიდვების მენეჯერი.

კომპანია "CSS Georgia"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "SCC Georgia"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |