www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ასისტენტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** გაყიდვების წარმომადგენლისთვის პრეზენტაციის მომზადება კომპანიაში არსებული ვადების და სტანდარტის დაცვით;
** კლიენტთან, სადაზღვევო პირობებზე შეთანხმების შემდგომ, ხელშეკრულების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულების პროგრამულად აღრიცხვის და დადასტურების კონტროლი, კომპანიაში არსებული შიდა სტანდარტის შესაბამისად;
** ხელშეკრულების განახლების პროცესის უზრუნველყოფა;
** დაზღვეული პირებისთვის მომსახურების გაწევა და საჭიროებების მოგვარება მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და რუსულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების ასისტენტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |