www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: The Grove Design Hotel
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

თბილისში მდებარე 4 ვარსკვლავიანი ბუტიკური სასტუმრო "The Grove Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სასტუმროს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.grovedesignhotel.com/

მისამართი: თბილისი, კვინიტაძის 8
სამუშაო გრაფიკი: 10:00 AM - 19:00 PM (ორშაბათი-პარასკევი).
დამატებითი ბენეფიტები: კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვის ინიციატორი სტრუქტურული ერთეულისგან მიღებული ინფორმაციის განხილვა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** მოთხოვნის შესაბამისად ბარის/სამზარეულოსა და ტექნიკური სამსახურისთვის ადგილობრივი შესყიდვების უზრუნველყოფა;
** შესყიდვის პროცესის განხორციელებამდე შესყიდვისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიღება და ადგილობრივი ბაზრის შესწავლა;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხისა და შეკვეთასთან შესაბამისობის კონტროლი;
** კომპანიის ავტომობილის მართვა შესყიდული საქონლის ტრანსპორტირების მიზნით;
** საწვავის ხარჯვის ფორმების წარმოება, თანმდევი დოკუმენტაციის შეგროვება და ბუღალტერიისთვის წარდგენა;
** დაკონტრაქტებულ მომსახურების მომწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობა, მათთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის განხორციელება და წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** ტექნიკური/HSE გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერის განხორციელება.

საჭირო უნარები/კვალიფიკაცია:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: careers@tushiconcept.co სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (შესყიდვების სპეციალისტი), რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |