www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: მადაგონი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

სუპერმარკეტების ქსელი "მადაგონი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

"მადაგონი" საქართველოს ბაზარზე უკვე 11 წელია ოპერირებს და აერთიანებს 18 მაღაზიას და 6 რესტორანს. კომპანია აქტიურად გეგმავს ქსელის გაფართოებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და დაინტერესებულია ისეთი მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და კვალიფიციური თანამშრომლების დასაქმებით, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას და ღირებულებებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კატეგორიის ბაზრის ანალიზი;
** მომწოდებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მოცემული კატეგორიის პროდუქციის ფასწარმოქმნის უზრუნველყოფა;
** აქციების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კატეგორიის მომგებიანობის პერიოდული ანალიზი;
** კონკურენტების ფასების ანალიზი;
** პროდუქციის ასორტიმენტის განსაზღვრა და ახალი პოზიციების მოძიება;
** კატეგორიის მერჩენდაიზინგი და კონტროლი;
** კატეგორიის, პროდუქტებისა და მომწოდებლების მიხედვით გაყიდვების ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია რითეილის მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, აღმაშენებლის #89
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 სთ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: contact@madagoni.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |