www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფართების მოძიების სპეციალისტი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail" - სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დამწყებ პოზიციაზე - ფართების მოძიების სპეციალისტი.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის ზრდისა და გაფართოების პროცესში მონაწილეობა - გრძელვადიანი სტრატეგიისა და მოკლევადიანი მიზნების შემუშავების პროცესში ჩართულობა
** საჯარო ფართების ბაზრის შესწავლა და ანალიზი - მდებარეობის, მოსახლეობის რაოდენობის, მომგებიანობის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შეფასება
** ახალი ფართების მოძიება და მეიჯარეებთან ურთიერთობა, მათთვის კომპანიის პოლიტიკისა და სახელშეკრულებო პირობებისა და საჭიროებების გაცნობა
** მეიჯარეებთან მოლაპარაკების პროცესში აქტიური ჩართულობა, მათთან სახელშეკრულებო პირობების შეთანხმება
** საჭიროების შემთხვევაში უძრავი ქონების სააგენტოებთან და სხვა ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა
** პოტენციური საჯარო ფართების ბაზის შექმნა, ახალი იდეებისა და სტრატეგიების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** სასურველია უძრავი ქონების სფეროში ან/და საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონეზე)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა სამომხმარებლო დონეზე
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** მულტინაციონალურ გუნდში მუშობის უნარი
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com.

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფართების მოძიების სპეციალისტი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |