www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ბარისტა
მომწოდებელი: მამბერი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

რესტორნების ქსელი "მამბერი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბარისტას პოზიციაზე.

ანაზღაურება: 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 650-750 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება HORECA (hotel, restaurant, café) ინდუსტრიაში მომსახურების სფეროში ბარისტას პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** ობიექტზე გახსნილი მაგიდების დახურვა თანხის ანგარიშსწორებით;
** დღის ბოლოს რეპორტების მომზადება;
** დროის ეფექტური მართვა, განაწილება;
** გასაყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება და შესაბამისი შენახვის წესების დაცვა;
** ბარის ინვენტარის გაფრთხილება, დასუფთავება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** გასაყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება და შესაბამისი შენახვის წესების დაცვა;
** ბარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ისნის რაიონი, მელაანის N7
** უზრუნველყოფილია კვება

თუ თვლით რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით მითითებულ მისამართზე: info@mamberi.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |