www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: 29138_Application_form_1076254.zip
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ვაკანსიის რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამუშაო გრაფიკი სრული
სახელფასო რეინჯი: 2000-2500 (გროსი)

ფუნქციები:

** კომპანიის საქმიანობის იურიდიული მხარის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** კომპანიის ხელშეკრულებების სტანდარტული (მათ შორის ინგლისურენოვანი) ნიმუშების შემოწმება და ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
** მნიშვნელოვანი, არასტანდარტული ან რთული შინაარსის ხელშეკრულებებისა თუ კომპანიის სახელით გასაფორმებელი სხვა დოკუმენტების (მათ შორის ინგლისურენოვანი დოკუმენტების) პროექტების შემუშავება ან არსებული პროექტების ანალიზი;
** არასტანდარტული ხელშეკრულებების (მათ შორის ინგლისურენოვანი ხელშეკრულებების) გაფორმებისას მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის საჭიროებისათვის ბრძანებების პროექტების მომზადება, ასევე სხვა სამსახურებისათვის მათი სტანდარტული ნიმუშების მომზადება, ასევე სხვა თანამშრომლების მიერ ბრძანების მომზადებისას მათი რევიზია სამართლებრივად და დოკუმენტის ნორმატიული ტექნიკის გამართულობის კუთხით;
** მისი საქმიანობის ფარგლებში კომპანიის პრაქტიკის განზოგადება, პრობლემურ სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების, რეკომენდაციების მომზადება;
** მის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოსა თუ სხვა ორგანოებსა და დაწესებულებებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მუდმივი განახლება;
** მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა;
** საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში;
** ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის წარმოების გამოცდილება;
** სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
** სახელმწიფოს 50% და მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი

ტექნიკური უნარჩვევები - კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook
** Codex

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.airports.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |